თეა ახვლედიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან, ქემლინ ფერლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები;

„მხარებმა ასევე შეაჯამეს თანამშრომლობის მთავარი მიმართულებების ფარგლებში, ისევე როგორც აფხაზეთის რეგიონში UNHCR-ის მიერ განხორციელებული საქმიანობა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერის კუთხით.

თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოხატა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის მიმართ და ქემლინ ფერლის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.