თეა ახვლედიანმა ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
თეა ახვლედიანმა ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო მინისტრი ომალოს, ზინობიანის, კაბალისა და განჯალას მოსახლოებას შეხვდა. თეა ახვლედიანმა ადგილობრივებს 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო, ამასთან მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი და სრული ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის შესახებ. თეა ახვლედიანმა ადგილობრივებს მათთვის ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ვაქცინაციის შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალები და სამედიცინო პირბადეები გადასცა.

„ვაგრძელებთ სამუშაო ვიზიტს კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. დღეს ჩვენ შეხვედრები გავმართეთ აზერბაიჯანულენოვან, ისევე როგორც პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და ეთნიკურ უდებთან, რომლებთანაც სიღრმისეულად განვიხილეთ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტები; აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდების როლის გაზრდაზე და გაძლიერებაზე, ჩართულობაზე ამ სტრატეგიის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღნიშნული შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში კოვიდინფექციით გამოწვეული პანდემიის პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე და მის მნიშვნელობაზე, მოსახლეობას გადაეცა შესაბამისი საინფორმაციო მასალები, მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე და ასევე სამედიცინო პირბადეები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

დატოვე კომენტარი