თეა ახვლედიანი - ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში რეგულარულად იყოს დაყენებული ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები
თეა ახვლედიანი - ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში რეგულარულად იყოს დაყენებული ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები

ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და ინსტრუმენტს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის არეალში და დღის წესრიგში რეგულარულად იყოს დაყენებული ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა ახვლედიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, ამ შემთხვევაში ყურადღებას ზაზა გახელაძის საქმეზე გავამახვილებ, რაც განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, როდესაც მას უკანონოდ მიუსაჯეს პატიმრობა 12,5 წლით. თქვენ ადევნებდით თვალყურს საერთაშორისო გამოხმაურებებს, რომელიც იყო ხმამაღალი, ერთსულოვანი და მოუწოდებდა საოკუპაციო რეჟიმს გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას მომავალშიც და ჩვენი მიზანია მოხდეს ამგვარი ფაქტების საერთოდ აღკვეთა, ჩვენი მოსახლეობა არ განიცდიდეს ამგვარ უკანონო ქმედებებს და არ იყოს მსხვერპლი მიმდინარე ოკუპაციისა“, – განაცხადა ახვლედიანმა.