თეა ახვლედიანი - ხელისუფლებას აქვს კარგად გააზრებული სამშვიდოო პოლიტიკა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კონფლიქიტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებს ემყარება
თეა ახვლედიანი - ხელისუფლებას აქვს კარგად გააზრებული სამშვიდოო პოლიტიკა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კონფლიქიტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებს ემყარება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კარგად გააზრებული, პრაგმატული, თანმიმდევრული სამშვიდოო პოლიტიკა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კონფლიქიტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებს ემყარება.

მისივე თქმით, უწყება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს.

„რაც შეეხება შემუშავებულ გეგმას, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან კარგად გააზრებული და პრაგმატული, თანმიმდევრული სამშვიდოო პოლიტიკა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემყარება კონფლიქიტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებს.

ეს პოლიტიკა ეყრდნობაა, ერთი მხრივ, ჩვენი ტერიტორიების დეკუპაციას, ხოლო, მეორე მხრივ, შერიგებას ომით გაყოფლ საზოგადოებებს შორის. ჩემი უწყება მუშაობს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მთლიანად, სამშვიდობო და დეოკუპაციის პროცესს ახლავს როგორც პოლიტიკური, ისევე უსაფრთხოების კუთხით ძალიან მწავავე და რთული გამოწვევები. რაც შეეხება განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონს და ახალგორის რაიონს, წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი მოსახლეობა იქ, ფაქტობრივად, მძელვად არის აყვანილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამისათვის, ისევ და ისევ, ჩვენს ხელთ ასებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ მოსახლოებას მიეცეს წვდომა როგორც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, ასევე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო მომსახურებაზე, რომელიც ვრცელდება საქართველოს სხვა მოსახლეობაზე. ასევე ყველა ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნება ეს ორმხრივი თუ მრავლამხრივი, ვაყანებთ ამ ადმაიანების, სამოქალაქო აქტივისტების ჩათვლით, ვინც იქ იმყოფებიან და არიან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, მათი უფლებების დაცვის თემას და იმედი გვაქვს, ეს ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებ შედეგს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.