თეა ახვლედიანი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

15:51, 06.01.2022

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, გულითადად გილოცავთ მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს, რომლებსაც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს. ეს დღესასწაულები და ახალი 2022 წელი სიკეთის, სიხარულისა და წინსვლის მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის“, – აღნიშნულია თეა ახვლედიანის მილოცვაში.

მსგავსი