თეა ახვლედიანი - შემუშავდა და დამტკიცდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია
თეა ახვლედიანი - შემუშავდა და დამტკიცდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია

შემუშავდა და დამტკიცდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა სამი განზომილებით განისაზღვრება, ესენია – ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი.

„სულ ახლახან, საქართველოს მთავრობამ 2021-30 წლების ახალი სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ამბიციური, საშუალო და გრძელვადიანი მიზნები ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.

აღნიშნული გრძელვადიანი და შეუქცევადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად ჩვენ განვსაზღვრეთ პოლიტიკის ხუთი, ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულება. ესენია: სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია; კულტურათაშორისი დიალოგი“, – აცხადებს თეა ახვლედიანი.