თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ რამაზანის დღესასწაულს, მარხვის წმინდა თვის დასასრულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას.

საქართველო ისტორიულად გამორჩეულია თავისი ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის და კონფესიის წარმომადგენლები მეგობრულად თანაცხოვრობდნენ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის მრწამს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაში. დღეს ეს უნიკალური ტრადიციები დაცულია და გამყარებულია სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშიც. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საზოგადოებაში განამტკიცოს სამოქალაქო თანასწორობის პრინციპები და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

იიდ-ალ-ფიტრი, ანუ რამაზან ბაირამი მუსლიმთა უდიდესი დღესასწაულია, რომლითაც სრულდება წმინდა რამაზანის თვის მარხვა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.

დატოვე კომენტარი