თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

11:12, 02.06.2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. თავის მხრივ, ახალმა წარმომადგენელმა, იზაბელა კასტროჯოვანიმ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისადმი და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი