თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმით“ აიცრა
თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმით“ აიცრა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა. თეა ახვლედიანმა ვაქცინა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა და მოსახლეობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეა ხელმისაწვდომი.

კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი.