თეა ახვლედიანი - ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს, ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება
თეა ახვლედიანი - ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს, ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება

ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს, ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა. რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რომლებიც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ.

რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, ნიშნავს თანადგომას, ნიშნავს სიყვარულს; ოჯახის სიყვარულისა და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და, ასევე, ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული. მინდა, მოგილოცოთ ყველას, მივულოცო სრულიად საქართველოს საზოგადოებას ეს დღე, ვუსურვო კეთილდღეობა თითოეულ ოჯახს, ჯანმრთელობა, მშვიდობა და სტაბილურობა.

ყველასთვის ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით დაარსდა ეს დღე და ამ ინიციატივის დაარსებიდან ამდენი წლის შემდეგ დღევანდელი დღე ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება, თუ რა პატივისცემით და რა ღირსებით ეკიდება საქართველოს საზოგადოება ამ ინიციატივას, ოჯახის სიწმინდის დღეს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.