თეა ახვლედიანი - ნოვრუზ ბაირამის დატვირთვა, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთთან ურთიერთობის პატივისცემაზე, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის სიმბოლიკა და დატვირთვა, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთთან ურთიერთობის პატივისცემაზე, სითბოზე, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვულოცავ ამ უმშვენიერეს დღეს და სიმბოლურად, ჯგუფის სახელით მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უძველესი კულტურის უმშვენიერეს ტრადიციას, ნოვრუზ ბაირამს, რომელიც, როგორც პრემიერმა ბრძანა, არის გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, მომავლის ოპტიმისტური რწმენის სიმბოლო. კეთილდღეობა მშვიდობა, მტკიცე ჯანმრთელობა არ მოგაკლდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად. ვფიქრობ, სიმბოლიკა და დატვირთვა ამ დღესასწაულის, რომელიც არის დაფუძნებული ერთმანეთთან ურთიერთობის პატივისცემაზე, სითბოზე, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.