თეა ახვლედიანი - ხმა მივეცი მშვიდობის განმტკიცებას, მჯერა, რომ სწორედ მშვიდობით შევძლებთ ერთიანი მომავლის შექმნას საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშიც
თეა ახვლედიანი - ხმა მივეცი მშვიდობის განმტკიცებას, მჯერა, რომ სწორედ მშვიდობით შევძლებთ ერთიანი მომავლის შექმნას საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშიც

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის 23-ე უბანზე დააფიქსირა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას, განვითარებას და გაძლიერებას.

„დღეს მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობის განმტკიცებას, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული რეგიონის და სრულიად საქართველოს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას, ჩვენი მოსახლეობისთვის მეტი სიკეთის, მეტი შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მჯერა, რომ სწორედ მშვიდობით და განვითარებით, დაუღალავი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ უკეთესი და ერთიანი მომავლის შექმნას საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშიც“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.