თეა ახვლედიანი გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

08:58, 02.09.2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში ატოცში, დვანში, ნიქოზსა და ერგნეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მსგავსი