თეა ახვლედიანი - გმირების თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც აძლიერებს მომავლის რწმენას
თეა ახვლედიანი - გმირების თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც აძლიერებს მომავლის რწმენას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, შინდისის ბრძოლა არის ერთ- ერთი გამორჩეული გმირობის ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში.

„17 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. აქ დღეს შეკრებილ სასახელო გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო, ვუსურვო შემართება და გამძლეობა ამ მოუშუშებელი ტკივილის გამკლავებაში. დღევანდელ დღეს ჩვენი გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ასევე გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას, ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.