თეა ახვლედიანი - გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა
თეა ახვლედიანი - გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა

სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, წარმატებით ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

მისი თქმით, გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნესპროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება.

„აღსანიშნავია, რომ ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს; ამ კუთხით მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ. რაც შეეხება საგანმანთლებლო მექანიზმს – სკოლის შემდგომი მოსამზადებელი და სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩაირიცხა სამჯერ მეტი, 400-მდე სტუდენტი. ეს უპრეცედენტო პროგრამა მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სწავლების დაფინანსებას, სტიპენდიასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.