თეა ახვლედიანი ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა
თეა ახვლედიანი ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცების, კერძოდ, შერიგებისა და ჩართულობის მიმართულების სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე, რაზეც სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის როლს და შესაბამისი მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც მიზნად ისახავს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას. თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე განხორციელებისთვის. შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ნაბიჯებზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.