თეა ახვლედიანი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

11:15, 08.06.2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული პარტნიორობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის შემდგომი გეგმები განიხილეს.

მსგავსი