თეა ახვლედიანი არჩილ ტატუნაშვილის მამის, გივი ტატუნაშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა
თეა ახვლედიანი არჩილ ტატუნაშვილის მამის, გივი ტატუნაშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წილკნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, სამშობლოს ღირსების დაცვისთვის მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა მამის, გივი ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო.

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გუშინ, 13 ივლისს გარდაიცვალა.