თეა ახვლედიანი - არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, არც კოვიდპანდემიის პირობებში
თეა ახვლედიანი - არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, არც კოვიდპანდემიის პირობებში

ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმისა და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებითა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა ახვლედიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია ეს დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, არც კოვიდპანდემიის პირობებში. ამაზე მეტყველებს კონკრეტული შედეგებიც და რიგ სფეროებსა და თემებზე ამგვარი დიალოგის გზით დაგროვილი, თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება, რაც მისასალმებელია. ჩვენი სურვილია, ეს პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის პლატფორმებში შეძლებისდაგვარად ჩაერთოს საზოგადოების ყველა რგოლი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი