„თბილსერვისის“ ტერიტორიაზე გაფიცული თანამშრომლების პროტესტი გრძელდება
„თბილსერვისის“ ტერიტორიაზე გაფიცული თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

„თბილსერვისის“ ტერიტორიაზე გაფიცულ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხმაური მოთხოვნებთან დაკავშირებით დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაოს ხელფასების მომატების გარეშე არ შეასრულებენ. რაც შეეხება ხელმძღვანელ პირებს, მათი თქმით, მოლაპარაკებებია საჭირო, რათა გაფიცვით ქალაქი არ დაზარალდეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება.

„თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილის, დავით ფაჩულიას თქმით, ხელფასები მომდევნო წლიდან გაიზრდება.

როგორც მან აღნიშნა, გაფიცულების ნაწილი შეთანხმებაზე თანახმაა, თუმცა არსებობს მეორე მართული ნაწილი.

ამასთან, დავით ფაჩულიას განცხადებით, თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას არ აპირებენ.

დატოვე კომენტარი