მშვიდობის ხიდს ასუფთავებენ
მშვიდობის ხიდს ასუფთავებენ

დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია მშვიდობის ხიდის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოები რიყის პარკში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დასუფთავების გარდა, აღდგენილია ხიდის დაზიანებული ნაწილებიც.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერი კახა კალაძე და მერიის სხვა წარმომადგენლები.