„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა

12:54, 25.02.2026

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა – „მანისა“ (MAN) და „რენოს“ (RENAULT) 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, „ფორდის“ (FORD) მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, ავტობაზის განახლების პროცესი კი მომავალშიც გაგრძელდება.

„ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება, დაახლოებით, ცხრა მილიონი ლარია. დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. სპეცტექნიკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება, რათა ტექნიკის თვალსაზრისით შესაბამის სამსახურს არ ჰქონდეს შეფერხებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი