„თბილსერვის ჯგუფი“ - უამინდობის გამო, თბილისსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე 1 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა
„თბილსერვის ჯგუფი“ - უამინდობის გამო, თბილისსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე 1 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 1 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა: ორთაჭალაში და სოფელ ლილოში, ასევე, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორში, სოფელ თელოვანში.

გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია.

„აღნიშნული სამუშაოები საჭიროებისამებრ, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში.