თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება

16:38, 06.11.2020

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მაღალი ხარისხის პროჟექტორებით 40-მდე დაზიანებული სანათი ჩანაცვლდება.

მსგავსი