„თბილსერვის ჯგუფი“ - სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც დაწყებულია გამოძიება
„თბილსერვის ჯგუფი“ - სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც დაწყებულია გამოძიება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ღია ჭები საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ ჭების დახურვის პროცესი მიმდინარეობს“, – აცხადებს „თბილსერვის ჯგუფი“.