„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ აფრთხილებს
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ აფრთხილებს

„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“, – აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222“, – აღნიშნავენ „თბილსერვის ჯგუფში“.

დატოვე კომენტარი