თბილისური რეკორდი საჩემპიონო თამაშზე - „დინამო-არენაზე“ 6 ათასი მაყურებელი შეიკრიბა
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, თბილისის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრაზე დასწრების ბოლოდროინდელი რეკორდი მოიხსნა.
მატჩის შედეგს საქართველოს ახალი ჩემპიონი უნდა გამოვლენილიყო და შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია – ეროვნულ ლიგის მატჩებზე თბილისში დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა – „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოს“ გაჩემპიონების მოლოდინში მინიმუმ 6 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.
მიმდინარე სეზონის რეკორდი კი ბათუმის „დინამოს“ ეკუთვნის, რომლის შეხვედრას „საბურთალოსთან“ და თბილისის „დინამოსთან“ 7 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.