თბილისური რეკორდი საჩემპიონო თამაშზე – „დინამო-არენაზე“ 6 ათასი მაყურებელი შეიკრიბა

10:33, 02.12.2019

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, თბილისის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრაზე დასწრების ბოლოდროინდელი რეკორდი მოიხსნა.

მატჩის შედეგს საქართველოს ახალი ჩემპიონი უნდა გამოვლენილიყო და შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია – ეროვნულ ლიგის მატჩებზე თბილისში დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა – „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოს“ გაჩემპიონების მოლოდინში მინიმუმ 6 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

მიმდინარე სეზონის რეკორდი კი ბათუმის „დინამოს“ ეკუთვნის, რომლის შეხვედრას „საბურთალოსთან“ და თბილისის „დინამოსთან“ 7 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.

მსგავსი