თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარია. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.