თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ზანდუკელის 38 ნომერში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი წყლის გამათბობელს გაუჩნდა. მათივე ცნობით, დამწვარია დაახლოებით 50კვ.მ ფართი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს ბინაში არვინ იმყოფებოდა.