თბილისში ყველის ფესტივალი მიმდინარეობს [ფოტოები]

თბილისში ყველის ფესტივალი მიმდინარეობს.

ვარდების მოედანზე ტრადიციად ქცეულ ფესტივალზე ყველის მწარმოებელი 50 კომპანია მონაწილეობს. მათ შორის, მონაწილეობენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

ფესტივალზე წარმოდგენილია უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.

დამთვალიერებლებს შეუძლიათ, იხილონ ყველის ამოყვანის მეთოდები, გაეცნონ დამბალი ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სახეობების დამზადების პროცესს.

ღონისძიება ტრადიციულია და თბილისში მეთორმეტედ იმართება.

 

 

ფოტო: მირიან მელაძე