თბილისში წიგნის დღეები გაიმართება
თბილისში წიგნის დღეები გაიმართება

თბილისი წიგნის დღეებს უმასპინძლებს. მწერლები და პოეტები, ბიბლიოთეკარები და გამომცემლები, ილუსტრატორები და მთარგმნელები, მკითხველები და უბრალოდ წიგნის მოყვარულები „ექსპორჯორჯიას“ სივრცეს 8 დან 11 ნოემბრის ჩათვლით დაიკავებენ.

გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე გამომცემლობა მიიღებს. ორგანიზატორების თქმით, ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნების შეძენა, 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ.

თბილისის წიგნის დღეებზე გაიმართება პრეზენტაციები, ჩატარდება ლექციები და სემინარები. ბავშვებისთვის კი, მოეწყობა სპეციალური სამკითხველო და გასართობი სივრცეები.