თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

11:51, 13.01.2018

თბილისში, წერეთლის გამზირზე, „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

მსგავსი