თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე ორი ცხედარი იპოვეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.