თბილისში, უკრაინის საელჩოსთან რუსეთის მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პასპორტი დაწვა
თბილისში, უკრაინის საელჩოსთან რუსეთის მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პასპორტი დაწვა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება.

აქციაზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან შეკრებილი, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის.

საელჩოსთან შეკრებილები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი უნდა შეჩერდეს.

მათი თქმით, უკრაინა ახლა დიდ გასაჭირში იმყოფება და მას მხარდაჭერა სჭირდება. უკრაინის საელჩოსთან შეკრებილები უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებენ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ საელჩოსთან რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პასპორტი დაწვა და განაცხადა, რომ მათ ომი არ სურთ.