თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine იმართება.

აქციის ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარა ვიჩკანოვამ განაცხადა, დღეს შეკრების ერთ-ერთი მიზეზია, პატივი მიაგონ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

„​დღეს შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ომში დავკარგეთ. გვინდა, კიდევ ერთხელ მოგვაქციოს მთელმა მსოფლიომ ყურადღება, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, უკვე ორი წელია“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.