თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსეთის მხრიდან მასირებული შეტევის ფონზე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც მათ ქვეყანაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და მძიმე ვითარებას ეხმაურებიან.

აქციას ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი განმარტებით, უკრაინას საერთო მტრის დასამარცხებლად დღეს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. შეკრებილების ნაწილი რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებით მივიდა. მათ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვეს.