თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა [ვიდეო]

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად, რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში დიდ დიღომში წვიმის შედეგად შექმნილი ვითარებაა ასახული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველები შესულ შეტყობინებებზე ოპერატიულად რეაგირებენ, მობილიზებულია ყველა საჭირო რესურსი.