თბილისში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
თბილისში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

სინოპტიკოსები თბილისში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 7-9 გრადუსი იქნება.

ამასთან, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შენარჩუნდება, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან შედარებით გამოიდარებს და მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. 12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს დროგამოშვებით კვლავ ნალექიანი ამინდი არის ნავარაუდევი, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში 6-11 გრადუსზე დაფიქსირდება.