თბილისში „თავისუფლების მარშის“ ფარგლებში მსვლელობები უკვე დაიწყო [ფოტო]
თბილისში „თავისუფლების მარშის“ ფარგლებში მსვლელობები უკვე დაიწყო [ფოტო]

თბილისში აქციის – „თავისუფლების მარშის“ ფარგლებში მსვლელობები უკვე დაიწყო.

მსვლელობას რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდნენ. ასევე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აქციის მონაწილეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე უერთდებიან.

თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ორგანიზებით მსვლელობა „თავისუფლების მარში“ იმართება.

ამასთან, აქციას რეგიონებიდან შეურთდენენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, რისი შესაბამისი ტრანსპარანტებითაც არიან მისული აქციაზე. აქციის მონაწილეებს ასევე თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერით „წადი“, რომელზეც სიმბოლურად თვალია გამოსახული.