თბილისში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება
თბილისში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით – „მოქმედების დროა! დროა, დავამარცხოთ ტუბერკულოზი!”

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ხელმძღვანელი პირები. ასევე, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პორტფოლიო მენეჯერი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი და დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ორგანიზებით იმართება.  კონფერენცია დღეს, 12:30 საათზე დაიწყება.