თბილისში, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

18:52, 24.07.2018

გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები ორმა მამაკაცმა მიაყენა.

ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილი არიან. ორივე მხარე დღეს სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. უწყებამ რამდენიმე ექსპერტიზაც დანიშნა.

მსგავსი