თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

18:32, 28.02.2019

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მომხდარის გამო, ძლიერი დაკვამლიანება იყო სადარბაზოში, რის გამოც საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

მსგავსი