თბილისში, სვანეთის ხევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

10:03, 03.08.2023

თბილისში, სვანეთის ხევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.

მსგავსი