თბილისში სპორტის ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა #1TVSPORT
თბილისში სასტუმრო Rooms-ში სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკური ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც წამყვანი თემა სპორტის ეკონომიკა იყო.
კონფერენციაზე ამერიკელმა სპეციალისტმა, დენის კოუტსმა წაიკითხა ლექცია სპორტის ეკონომიკაზე. კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორი იყო თბილისის „იბერიას“ პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.
კონფერენციას ესწრებოდნენ წყალტუბოს „სამგურალის“ ტექნიკური დირექტორი ბესიკ ხაჭიპერაძე, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობის, სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
პრეზენტაცია მოიცავდა საქართველოსთვის პრობლემური საკითხის, სპორტის ეკონომიკის რამდენიმე სფეროს ზოგად მიმოხილვას, სპორტული ობიექტების სუბსიდირების თემას, განიხილეს გულშემატკივრების დასწრებისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესების საკითხები.