სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდმა მოკრივეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდმა მოკრივეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისებას. ფონდმა 13 თებერვალს სპორტკომპლექს „არენა 2-ის“ კრივის დარბაზში უმასპინძლა ახალგაზრდა მოკრივეებს და საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა.

ფონდი აქტიურად გააგრძელებს თბილისსა და რეგიონებში სპორტული სკოლების ინვენტარით აღჭურვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.