თბილისში სპექტაკლის „ედიტ პიაფი“ პრემიერა გაიმართება
თბილისში სპექტაკლის „ედიტ პიაფი“ პრემიერა გაიმართება

თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში 19 და 20 დეკემბერს სპექტაკლის, „ედიტ პიაფი“ პრემიერა გაიმართება. პროექტი ბათუმის დრამატული თეატრის “ახალი სცენა” და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია.

პირველად სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის ოქტომბერში, ქალაქ ბათუმში შემდეგ კი, ქალაქ ქუთაისში შედგა. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ორი თეატრის სინთეზში, საფრანგეთის ლეგენდის, მომღერლისა და მსახიობის, ედიტ პიაფის ბოლო წლების ცხოვრება, ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით დადგა.

პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზე, ასევე, მსახიობის ბიოგრაფიაზე, ბედსა და ცხოვრებაზეა.