თბილისში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ტექნოლოგიების  საერთაშორისო გამოფენა იმართება
თბილისში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა იმართება

საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯია”-ს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-18 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech იმართება.

საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილია 14 ქვეყნის 120-მდე კომპანია.

“Agro/Food/Drink/Tech 2018”-ზე გამოფენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.

გამოფენა სამი დღის განმავლობაში, 11 -დან 18 საათამდე იმუშავებს.