თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ორი გასროლისა და კამათის ხმა გაიგეს.

„კამათის ხმა გავიგონე. ფანჯრიდან რომ გადმოვიხედე, სამი ბიჭი იდგა. მერე ნელ-ნელა სხვებიც მივიდნენ. კივილი ატყდა და გაიქცნენ. მერე პოლიციაც მოვიდა. პირადად მე დავინახე რომ ბევრნი იყვნენ და ჩხუბობდნენ“, – განუცხადა თვითმხილველმა პირველ არხს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.