თბილისში, შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 აპრილს შარტავას ქუჩაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.